საუდის არაბეთის მკვიდრს სურს,
10 მლნ დოლარად შეიძინოს ფეხსაცმელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ესროლეს, იუწყება ტელეარხი Al-Arabia. სკოლის ყოფილი პედაგოგი,
60 წლის მოჰამედ მაჰაფა, რომელიც ასირში დიდი მიწის ფართობის მფლობელია, აცხადებს, რომ მზად არის, ეს თანხა გადაიხადოს მუნტაზირ აზ-ზეიდის ფეხსაცმელში და მას არა მხოლოდ ფეხსაცმელი, არამედ “თავისუფლების ორდენი” უწოდა.
მისი განცხადებით, ეს ფეხსაცმელი მისი ყველაზე ფასეული ქონება იქნება. -
”ის მთელს ჩემს ქონებაზე ძვირფასია. მას ჩემს შვილებს ვუანდერძებ და მუზეუმში გამოვფენ ამ “თავისუფლების ორდენს”,
- განაცხადა მაჰაფამ.
”მიმაჩნია, რომ თავისი საქციელით ჟურნალისტმა არაბებს ღირსება დაუბრუნა, რომელიც აშშ-მა არაბულ და ისლამურ ქვეყნებში შელახა, რის შედეგადაც ოკუპირებულია ერაყი და ავღანეთი, დაიღუპა უამრავი უდანაშაულო ადამიანი”,
- განაცხადა მაჰაფამ. ადრე, ამ ფეხსაცმლის ყიდვის სურვილი გამოთქვა ერაყის საფეხბურთო გუნდის ყოფილმა დირექტორმა ადნან ჰამადმა და რამდენიმე ერაყელმა ბიზნესმენმა.
|