ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2024-04-28, 10:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » როგორ აფასებს გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორი 2008 წელს
როგორ აფასებს გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორი 2008 წელს
10:02 PM
მალე ახალი წელიც მოვა. თითოეულ ჩვენგანის ცხოვრებაში დასრულდება რაღაც მნიშვნელოვანი და ახალცხოვრებას, ახალ წელს, ახალი სურვილებითა და იმედებით შევხვდებით. ყოველთვის მოგვაგონდება ის, რაც ჩვენში დარჩა და გასნაკუთრებული ადგილი დაიჭირა. წლის ბოლო ის პერიოდია, როდესაც განვლილის გახსენება გიწევს, შეფასების სურვილი გიჩნდება და საკუთარ ემოციას უკავშირებ. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული იყო 2008 წელიც. ალბათ, ყველაზე გამორჩეული, ვიდრე რომელიმე. ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა იმ პროცესის აქტიური მონაწილე აღმოვჩნდი, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს ასე აწუხებს და აფიქრებინებს. საკუთარი იდენტობით საზოგადოებრივ პროცესებთან ახლოს დოგმა, ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობის გრძნობით მავსებდა. პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისებამ უფრო მეტი მოტივაცია შესძინა ჩემს შეხედულებებს თუ აზრებს, 2008 წელი კი ასეთი ინიციატივებით, მართლაც, რომ დატვირთული აღმოჩნდა. ყველაზე მეტად საუნივერსიტეტო ცხოვრება მახსენდება. 2008 წელს, ჩემს ცხოვრებაში, უნივერსიტეტის თემამ მთავარი ადგილი დაიჭირა. უპირველესად, გავხვდი იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. ოთხწლიანი მოღვაწეობის ბოლოს, ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ სულ სხვა მაჯისცემა აქვს ვარაზისხევზე აღმართულ ამ თეთრ ტაძარს. უნივერსიტეტს სხვანაირად შეუძლია სიყვარული და სიყვარულიც სულ სხვანაირია უნივერსიტეტში. ეს წელი დატვირთული იყო ჩვენს მიერ მომზადებული სხვადასხვა ხასაითის ახალგაზრდული ღონისძიებებით, სამეცნიერო კონფერენციებით, საღამოებით,  შეხვედრებით, პრეზენტაციებით. ყველა მათგანის შესახებ ჩვენი გაზეთის დღევანდელი საახალწლო ნომერი ცხადად წარმოგიჩენთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც გამოვყოფდი, ეს გაზეთ `თსუ თაიმსის” დაფუძნებაა. ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დიდი საქმე წამოვიწყეთ. პროექტი თავისი მიმართულებით აქამდე არსებულ საუნივერსიტეტო სტუდენტური მედიის დანიშნულებას ახალ შინაარსობრივ დატვირთავს აძლევს, ხოლო ჯანსაღი ამბიცია – იყო პირველი, ეს უკვე ჩვენს დიდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წამოწყება უფრო განვითარდება და ბევრ ნოვაციასაც რეალობად ვაქცევთ. რაც მთავარია, გაზეთი ღირსეული და საინტერესო უნივერსიტეტელების სარედაქციო მონაწილეობით გამოიცემა. მე მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გაზეთის დამფუძნებელებს ჩემი სტატუსი, სარედაქციო სვეტში, იდეისა და მიმართულების ავტორის სახით წარმოეჩინათ. ჩემი სურვილია გაზეთის მთ. რედაქტორად 2009 წელშიც ვიწოდებოდე, თუმცაღა ეს დამოკიდებული იქნება – რამდენად წარმატებულად მოვახერხებ ფაკულტეტზე მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ჩაბარებას. მინდა ჩემი შესაძლებლობები უნივერსიტეტს და ისევ გაზეთს მოვახმარო, თუმცა მაგისტრატურაშიც მაშინ ჩავაბარებ, როდესაც ამისთვის სათანადოდ მოვემზადები და ფინანსურადაც ნაიდაგი მზად მექნება. მინდა უნივერსიტეტში სწავლა ისევ გავაგრძელო, რადგნაც მიუხედავად რეფორმაში ხარვეზით მიმდინარე სასწავლო პროცესისა, მიამჩნია, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორები, საუკეთესონი არიან თავიანთი პროფესიონალიზმით. მართალია, ბევრი მიფიქრია უცხოეთშიც გამგზავრებაზე, მაგრამ ალბათ ყველაფერს თავისი მატერიალური თუ პატრიოტული ახსნაც აქვს.
  როცა მეკითხებიან, რა უნდა გავიხსენო 2008 წლის მთავარი მოვლენებიდან და თუ როგორია ჩემი დამოკიდებულება მათდამი, სულ რამდენიმე მთავარი მომენტი შემიძლია გამოვყო. პირობითად, `სხვა საქართველო” – ასე შემიძლია დავასათაურო ის ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. ქვეყანაში ორი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, ხოლო სახალხო მანიფესტაციებმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, რეალურად დამანახა სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა. ჩემთვის, პროფერსიული კუთხით, თითოეული მოვლენა მნიშვნელოვანი დასკვნების საფუძველი ხდებოდა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების როლის შეფასება რეალური დემოკრატიის სურვილს უფრო მიმძაფრებდა, ვიდრე ზემოთხსენებული ორივე არჩევნების დროს სადამკვირვებლო მისიის ამპლუაში, აქვე, ქვეყნის დედაქალაქში, უშუალოდ ნანახი და განცდილი მაფიქრებინებდა. შემდეგ აგვისტოს მოვლენები, რომელმაც ერთბაშად გადაფარა ყველა საკითხი. ჩვენ დღემდე ამ ომის შედეგებს ვიმკით. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომელიც კი 1990-იანი წლების შემდგომ საქართველოში დატრიალებულა, ხოლო სამშობლოს დასაცავად ჩახოცილი ბიჭები, გნებავთ თანატოლები, საქართველოს ახალი სინდისი. ამას, დღეს, ყოველგვარი პათეთიკის გარეშე ვამბობ, როგორც რეზერვში ჯარისკაცის ფორმის მატარებელი ერთი ახალგაზრდა და ქედს ვიხრი ახალი ქართველი იუნკრების დაღვრილი სისხლის წინაშე. ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ობიექტური და ზუსტი იმ ყველაფრის შეფასებისას, რაც აგვისტოში მოხდა. უნდა იყოს კრიტიკული და თვითკრიტიკული. სხვანაირად, საქართველო ჩიხშია.
  2008 წელი ჩემთვის კიდევ უფრო ბევრი ახალი ურთიერთობის, კონტაქტის, თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითის თუ საინტერესო ადამიანების გაცნობის პერიოდი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ახალი მეგობრების შეძენის წელი. მოხარული ვარ, რომ უამრავი თანატოლი გავიცანი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ორდღიანი სემინარი ჩავატარეთ. ახალი მეგობრები არც ვირტუალურ სამყაროში `დაჩაგრულან.” ალბათ, ყველაფერი ჩემი უშუალობის “ბრალია,” ხოლო ყველაზე თამამი ნათქვამიც – ჩემი მეგობრები ყველაზე საუკეთესონი არიან, ჩემს ყოველდღიურობას სტიმულსა და აზრს სძენს. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო შობა-ახალი წელი და ბედნიერება ვუსურვო. ჩემთვის, ეს წელი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ახალი მეგობრები შევიძინე ქართულ-ბრიტანულ საერთაშორისო ცენტრ Eტი-ში, სადაც უცხო ენის შესწავლას ვაგრძელებ. (მე ყოველდღიურად ვრწმუნდები იმაში, რომ აქ საუკეთესო ადამიანები ასწავლიან და საუკეთესოა თავად გარემო!) საინტერესო ადამიანები გავიცანი იმ გაზეთშიც, რომელთანაც თანამშრომლობა წლის მეორე ნახევრიდან დავიწყე და სამართლებრივ მიმართულებებზე ახლა ყოველკვირეულად მიწევს წერილების მომზადება. ვფიქრობ, გაზეთი `ბანკები და ფინანსები” მართლაც ერთადერთი ეკონომიკური გაზეთია, რომელსაც ასე შრომისმოყვარეობით ვამზადებთ ყველა ერთად. ამასთან, უნდა ვთქვა ისიც, რომ პროფესიული კუთხით, საინტერესოდ მიმაჩნია წლის მანძილზე სამართლებრივ თემაზე მომზადებულ მრავალ კონფერენციასა თუ სემინარში მონაწილეობის მიღებაც. უდაოდ საინტერესოდ მეჩვენება საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობის დაწყებაც, რომელიც ჩემთვის კანონშემოქმედებით პროცესს უფრო ცხადს ხდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ 2008 წელი, თავისი დადებითი და უარყოფითი განწყობებით, ერთ-ერთი გამოირჩეული იყო ჩემთვისაც. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ღირსსახსოვრად არც ერთი წელი არ მახსენდება. აი, ეს წელი ალბათ ღირსახსოვრად უნდა იქცეს არამარტო ზემოთჩამოთვლილი მიზეზთა გამოთაც, არამედ იმ დიდი შენაძენით, რომელიც დისშვლის – პატარა ანანოს დაბადებით გაგვიხარდა. ამ ახალ წელს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, პირველ სასმისადაც, ვადიდებთ უფალს და შევსვავთ სიცოცხლის და ჩვენი მრავალჟამიერის სადღეგრძელოს. ყველას თავისი ფუძე მოუხმობს. აჭარა ის კუთხეა, როცა ყოველთვის მშობლიურ გარემოში, ოჯახთან ერთად ვეგებები ახალი წლის შემოსვლას.
  მეკვლე, ალბათ, წელსაც მე ვიქნები.
  სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ!

ნანახია: 803 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz