ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2024-04-28, 11:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » წლის ადამიანი - `მზიანი ღამის” გამნათებელი
წლის ადამიანი - `მზიანი ღამის” გამნათებელი
10:06 PM
წლის ადამიანი წლის მანძილზე განსაკუთრებული წვლილის გამო შეიძლება დასახელდეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში, არსებობენ ადამიანები, რომლთა დამსახურებაც ცდება ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთის შეფასებას და მუდამ პირველის ადგილს იკავებს ცნობიერებაში. მე ასეთ პიროვნებად მიმაჩნია ჩემი ქვეყნის პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ხშირად მიფიქრია კიდეც, რომ სულიერად შეჭირვებულ საქართველოს და გონებაარეულ ერს, უფალი მუდამ მოუვლენს გზამკვლევს და მძიმე ჯვრის მტვირთველ თავდადებულებს, რომელთა ღვაწლსაც შთამომავლობა შეაფასებს და მაგალითად გაჰყვება თაობიდან – თაობას. დღეს ჩვენთვის, ახალგაზრდებისათის, სწორედაც, რომ ასეთი მაგალითია ჩვენი პატრიარქი, რომლისთვისაც ყველაზე რთული და ტკივილიანი გამოდგა 2008 წელი. ჯერ იყო და იმ დაძაბულ დღეებში, როდესაც ხალხი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა, რეალურად დადგა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, პატრიარქის მომიტინგეებთან მისვლამ რადიკალური პოლიტიკური პროცესს მიმართულება შეუცვალა, ხოლო შემდგომში პატრიარქი იყო პირველი, რომელის გაბედულმა ნაბიჯმა ერს დაკარგული რწმენა და იმედი დაუბრუნა. თვით რუსი გენერლების მოულოდნელადაც და გასაოცრადაც, პატრიარქი საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს და ნიქოზში ჩაბრძანებული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესს ხელმძღვანელობს. ეს იყო ყველაზე დიდი განცდა, რაც ვიხილეთ. შემდგომ, `ცოცხალი ჯაჭვი,” რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიკრა ამერ-იმერი. ჩემთვის, ასევე განსაკუთრებული განცდის მომგვრელია პატრიარქის ცრემლები და მხნეობის მომცემი დიდმა მწუხარებით წარმოთქმული სიტყვებიც: `საქართველო, ნუ გეშინია, უფალი შენთანაა!” ალბათ, იმან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, პატრიარქის ფიზიკურ მდგომარეობაზეც ჰპოვა ასახვა. დღეს, როგორც მართლმადიდებელი და როგორც ქართველი, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი უწმიდესობა მხნედ გრძნობს თავს. გულზე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს, ჩვენს ქვეყანას, თავისი მზრუნველობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ასე იმედიანადაც არასოდეს ვყოფილვარ. სწორედ უწმიდესის ავტორიტეტით, გონებით და სიბრძნით გადაიდგა პირველი დიალოგის ნაბიჯები რუსეთთან. პატრიარქის სიტყვები: `მშვიდობით ჩამოვედი და მშვიდობით ვბრუნდები” (იგულისხმება საქართველოში დაბრუნება) პროცესის კეთილ დასაწყისად უნდა ჩაითვალოს. სწორედ პატრიარქი აღმოჩნდა ის ერთადერთი პიროვნება, ვინც ჩატეხილი ხიდის გამთელების მტკივნეული პროცესი დაიწყო.
  მაშინაც ასე იყო, როცა `სუდარაგადაფარებულ ქვეყანას” თავის სამწყსოდ იბარებდა უწმიდესი და მახსენდება `მზიანი ღამის ნათელი,” – ასე თავად პატრიარქმა უწოდა თავის განვლილ წლებს, თავის მოღვაწეობას.
  ამ კაცმა ლოცვით, ვედრებით, სიბრძნით მოგვიტანა საქართველო, ხალხს რწმენისა და უფლისაკენ მიმავალ გზაზე ჩირაღდანი დაუნთო და ორი საუკუნის გატეხილი ქონონიკონის მძლავრ მეციხოვნედ იქცა.
   თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, დღევანდელ საქართველოს იმედო, დღეს ისე გვჭირდებით, როგორც არასდროს. თქვენი მეოხება და სიბრძნე არ მოშლოდეს სრულიად საქართველოს.
 მრავალჟამიერ, მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, ჩვენო უწმიდესობავ!

ნანახია: 915 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz