მთავარი » 2008»დეკემბერი»25 » `თსუ თაიმსის” ახალი ინიციატივა საუნივერსიტეტო საზოგადოებას
`თსუ თაიმსის” ახალი ინიციატივა საუნივერსიტეტო საზოგადოებას
10:15 PM
რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს პროექტ `საქართველოს დიდი ათეულის” იდეას და გამოდის ინიციატივით, დაფუძნდეს საუნივერსიტეტო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელს უკვდავყოფს და `დიდ ათეულში” ღირსეული ადგილისთვის დამკვიდრებას შეეცდება. ამასთანავე, პროექტის დასრულებამდე, 2009 წლის იანვრიდან, რედაქციის მიერ მოეწყობა ყოველთვიური საუნივერსიტეტო სტუდენტური, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების სოციოლოგიური გამოკითხვა უნივერსიტეტის მესვეურთა მიერ რჩეული დიდი ათეულის გამოსავლენად. ამ ინიციატივის მხარდაჭერა უკვე გამოთქვა თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმარველობამ. ჩვენ ყველა სტუდენტურ ორგანიზაციას და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანს ვიწვევთ სათანამშრომლოდ.