ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 9:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » ბსუ-ში განათლების მიღება პრესტიჟული უნდა გახდეს
ბსუ-ში განათლების მიღება პრესტიჟული უნდა გახდეს
8:52 PM
რიგით მეხუთე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მოახლოვდა, რაც უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციით იწყება. იმისათვის, რომ უმაღლესმა საწავლებელმა აკრედიტაცია გაიაროს, საჭიროა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას (მატერიალურ ტექნიკური ბაზა, აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკის ფონდი და სხვა). აკრედიტაციის გავლის შემდეგ, სასწავლებელი შედის უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში, რომელიც შემდეგ ურიგდება აბიტურიენტებს.
აჭარაში, დღეისათვის, სამი უმაღლესი სასწავლებელია: ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სახელმწიფო საზღვაო აკადემია და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს უკანასკნელი, რაოდენობრივად, ყველაზე მეტ - 4000-მდე სტუდენტს აძლევს განათლებას.
აბიტურიენტების წინაშე მნიშვნელივანი ამოცანა დგას. პირველი, რომ აირჩიონ სასურველი და სამომავლოდ გამოსადეგი სპეციალობა და მეორე, რომ აირჩიონ სასურველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მისცემს მათ რეალურ განათლებას.
შოთა რუსთაველის სახელომწიფო უნივერსიტეტი არსებობის არც თუ ისე დიდ ისტორიას ითვლის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის პირველია მატერიალურ ტექნიკური ბაზით სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის. თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიები, ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა, შეფასების და გამოცდების ევროპული მოდელი, კვალიფიციური აკადემიური პერსონალი სტუდენტებს რეალურ განათლების მიღების საშუალებას აძლევს.
მსურველთათვის, 9 ფაკულტეტის ათობის სპეციალობაა, თანაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, აქ უფრო დაბალი გადასახადია და სხვადასხვა სახის შეღავათები სოციალურად დაუცველ თუ მაღალმთიან რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე.
გამოცდები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ბარდება, რაც ობიექტური შეფასების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. გამოცდების წარმატების ჩაბარების შემთხვევაში, შეიძლება სახელობით (150 ლარი), სემესტრულ (100 ლარი) ან რექტორის სახელობის სტიპენდიას (200 ლარი) გამოჰკრა ხელი.
ბსუ-ში სამი პერიოდული გამოცემა ფუნქციონირებს. ორი სტუდენტური ერთი კი ადმინისტაციული.
სტუდენტთა, დაახლოებით, 20-25% დასაქმებულია სხვადასხვა დაწესებულებებში. დღითი დღე მათი რიცხვი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტთა ძირითადი ნაწილი დასაქმებული იქნება.
იმედია, რომ აკრედიტაციის ეროვნული სამსახური გაითვალისწინებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელთ არსებულ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, სტუდენტთა განათლების დონეს და მათ პერსპექტიულობას და 2009 წლის `ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის” სტუდენტთა მეტი კონტიგენტის მიღების უფლებას მისცემს. სტუდენტთა კონტიგენტის გაზრდასთან ერთად, გაიზრდება უნივერსიტეტის ბიუჯეტი, ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად კი თავად უნივერსიტეტი.       

ნანახია: 1269 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz