წელს, ბათუმში ნამდვილი ახალი წელი გვესტუმრა, ზუსტად ისეთი, როგორიც ფილმებში გვინახავს და ზღაპრებში, რომ წაგვიკითხავს... ამ ახალ წელს, ბათუმში, ნამდვილი, დიდი თოვლი მოვიდა... თოვით ყოველ წელს თოვს, მაგრამ ახალი წლის ღამეს, იშვიათად ემთხვევა, თან ასეთი ლამაზი... წინა საახალწლო სამზადისში, უნივერსიტეტის თვითმმართველობაც აქტიურად ჩაერთო. მე-18 აუდიტორიაში პატარა ნაძვის ხეც კი დაიდგა... ბათუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ საახალწლოდ, იმ ადამიანებს გაუკეთა საჩუქარი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი სითბო და ყურადღება. სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარე, თვითმართველობის წევრები და უბრალო “მოხალისეები” 31 დეკემბერს, მახინჯაურის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და მათ პატარა საჩუქრებიც გადასცენ ტკბილეულობისა და ირველადი მოხმარების ნივთების სახით. საჩუქრების ფული, უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეაგროვეს სპეციალურ ყულაბებში, აქციაში მონაწილეობა არც სხვა სასწავლებლის სტუდენტებს დაეზარათ. დამეთანხმებით, ასეთი საქმისთვის ნამდვილად ღირდა თანხის და ენგერიის გაღება. ბავშვებს ყველაზე მეტად ის ყურადღება და სითბო ესიამოვნათ, რომელიც ახალმა მეგობრებმა აჩუქეს. რა თქმა უნდა, საახალწლო საჩუქრებმა განსაკუთრებული ხალისი შემატა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. მართალია, ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუ ოდესმე ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიათ, აუცილებლად მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის, თუნდაც თქვენი ღიმილი და სამეგობროდ გაწვდილი ხელი, თვითმმართველობა ისევე აპირებს მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას. იმედი გვაქვს მომავალშიც ყველაფერი კარგად ჩაივლის.