ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » რეკლამა და მომხმარებელი
რეკლამა და მომხმარებელი
8:56 PM

  თანამედროვე სამყაროში რეკლამის როლი პროდუქციასთან მიმართებაში სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია. ის ფაქტი რომ პროდუქციის გასაღება დამოკიდებულია რეკლამაზე ამ სფეროში ჩახედული ნებისმიერი პიროვნებისთვის ცნობილია. რეკლამის შექმნა და მომხმარებლის სხვადასხვა ფენებისთვის გათვლა შრომატევადი საქმეა, რადგან ამისთვის ბევრი გარემო ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართო შეხება აქვს სხვადასხვა სახის რეკლამასთან, მათი დიდი ნაწილი აღწევს ადამიანის ფსიქიკაში და გარკვეული მიმართულებით წარმართავს მას. ყველას ჰქონია ისეთი შემთხვევა როდესაც საკუთარი თავისთვის რიტორიკული შეკითხვა დაუსვამს: ეს რატომ ვიყიდე? სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეკლამა, დაანახოს მომხმარებელს პროდუქციის დადებითი მხარეები და შეუმჩნეველი გახადოს მისი უარყოფითი თვისებები. მარკეტინგული მიმართულება დღითი დღე იხვეწება და კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება ადამიანის ფსიქიკის შესწავლაზე. მარკეტოლოგები ცდილობენ შეცვალონ მომხმარებლის შეხედულება ამა თუ იმ მიმართულებით, ხოლო რასი შეცვლაც არ შეუძლიათ ცდილობენ შეეგუონ, როგორც ერთ ესპანურ ლოცვაშია: „ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი მოთმინება რათა ავიტანო ის რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი ჭკუა რომ განვასხვავო ერთი მეორისაგან“

    მარკეტოლოგების ერთ-ერთი საფიქრალი მომხმარებლის ინფორმაციულობაა. ფსიქოლოგების განმარტებით, სწავლება პროცესია, რომელიც აღქმისა და შემეცნების მეშვეობით ჩვენს ქცევასა და აზროვნების სტილს ცვლის. მარკეტინგული თვალსაზრისით, სწავლების საშუალებით მომხმარებლები იღებენ პროდუქტის შეძენისა და მოხმარების ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც მომავალში იყენებენ. მარკეტოლოგები გონებას განიხილავენ როგორც „შავ ყუთს“, რომელშიც სტიმულები „შედის“ და გარეთ ამ სტიმულებზე განხორციელებული რეაგირება „გამოდის“. რეკლამაში ხშირად იყენებენ პროდუქტის დაწყვილებას პოზიტიურ სტიმულთან, რათა სასურველი ასოციაცია გამოიწვიონ. ასეთ სტიმულად შეიძლება გამოყენებულ იქნას მუსიკა, იუმორი, გამოსახულება და სხვა. მაგალითად Daimler Chrysler-მა 10 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა მომღერალ სელინ დიონს, რათა სარეკლამო კამპანიაში „მართე და შეიყვარე“ გამოეყენებინა მისი სიმღერა - I Drove All Night . რეკლამაში ამ სიმღერის ავტომობილის ბრენდთან დაწყვილება კომპანიის ხელმძღვანელობას იმედს აძლევდა, რომ Chrysler-ს ძველ ბრწყინვალებას დაუბრუნებდა, რადგან სიმღერით გამოწვეული სიყვარულის გრძნობა ავტომობილზე გადავიდოდა.

        რეკლამირებაში დიდია ფერთა მნიშვნელობა, რადგან მომხმარებელში ის კონკრეტული ბრენდის ასოციაციას იწვევს. როდესაც მომხმარებლებს დაუსვეს კითხვა რა მოსდიოდათ თავში პირველად ლუდი Heineken-ის სახელის გაგონებისას, პასუხი იყო - „მწვანე ბოთლი“. ხოლო Coca Cola-მ სასამართლოში უჩივლა კომპანია Sainsbury-ს იმის გამო რომ მისი იგი იყენებდა წითელ და თეთრ ფერს საკუთარი პროდუქციის შეფუთვაში რის გამოც მათი პროდუქცია ძლიერ ჰგავდა Coca Cola-ს პროდუქციას.

         რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული სახეა პროდუქციის ენდორსმენთი რაც პოპულარული პიროვნებების მიერ პროდუქციის პოპულარიზაციაში მდგომარეობს. უბრალო ადამიანებს სურთ იცხოვრონ ისე როგორც ცხოვრობენ ვარსკვლავები ამიტომ ბაძავენ მათ ყველანაირ საქმეში. ასევე გავრცელებული მარკეტინგული ფორმაა placement-ი რაც ხორციელდება მხატვრულ ფილმებში.მაგალითად ა.შ.შ.-ში BMW-ს  Z3-ის დანერგვამდე რამდენიმე თვით ადრე კინოთეატრებში გადიოდა ჯაიმს ბონდის ახალი სერია Golden Eye, სადაც ამ ავტომობილს მსახიობი პირს ბროსნანი წარმოაჩენდა.

        Ikea-ს ბრენდის ღერძი, რომელიც რაციონალურობასა და პრაგმატულობაში მდგომარეობს, ატარებს გარკვეულ იდეას, რომ მისი მომხმარებელი სხვაზე ჭკვიანია - ის არ იხდის ზედმეტს იმაში, რაც თავადაც შეუძლია გააკეთოს. მრავალი კომპანია საკუთარ მომსახურების მიმზიდველობას მომხმარებლისგან შეუმჩნევლად ზრდის. მაგალითად შეგვიძლია ვახსენოთ „როიტერისა“ და „ფორმულა 1“-ის პარტნიორობა. ერთი შეხედვით რა კავშირი უნდა ჰქონდეს გლობალურ სააგენტოსა და ცნობილ სპორტულ ღონისძიებას? როიტერის მთავარი ატრიბუტია ოპერატიულობა, ინფორმაციის მოპოვებისა და მიწოდების მაღალი სისწრაფე. აღნიშნული სპონსორობით იგი სისწრაფესთან ასოცირდება. ამავდროულად, როიტერი ხაზს უსვამს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

        მარკეტოლოგები ხშირად ყველანაირ საშუალებაზე თანხმდებიან რათა მომხმარებელი მიიზიდონ. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მსოფლიოში ე.წ. ქვეცნობიერმა რეკლამამ, რასაც ხშირად 25 კადრის ეფექტს უწოდებენ. ეს ფენომენი მუდმივი დისკუსიის საგანია. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს უაზრობაა, რადგან , მათი მტკიცებით მაშინაც კი , როდესაც ადამიანი იმახსოვრებს, მაგრამ რეალურად ვერ აღიქვამს გადაცემულ სტიმულებს, მისი ქცევის სტილი არ იცვლება, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ამგვარი საშუალებების გამოყენება ეფექტს იძლევა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ საშუალებით მომხმარებლის უფლებები აშკარად ირღვევა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოების დაინტერესების პიკი 1950-იანი წლების ბოლოზე მოდის და აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატის პატარა ქალაქ ფორტ ლის კინოთეატრში მომხდარ ერთ დამაინტრიგებელ ეპიზოდს უკავშირდება. კერძოდ, 1957 წელს რეკლამის ამერიკელმა სპეციალისტმა ჯეიმს ვაქარიმ განაცხადა, რომ იგი ამ კინოში ექვსი კვირის განმავლობაში ყოველ ხუთ წამში ერთხელ, უშვებდა 3 მილიწამის სიგრძის ფარულ სარეკლამო გზავნილებს - „მიირთვით პოპკორნი“ და „დალიეთ კოკა-კოლა“. ეს გზავნილები იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ცნობიერად ვერ აღიქმებოდა, თუმცა, ქვეცნობიერში აღწევდა და გავლენას ახდენდა მაყურებლის ქცევაზე. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში, კინოთეატრში პოპკორნისა და კოკა-კოლას გაყიდვები შესაბამისად 57,7% და 18,1%-ით გაიზარდა. ამ განცხადებამ აღიარება და სარგებელი მოუტანა მის ავტორს და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსიც გამოიწვია. ამერიკელები შეშფოთებას გამოხატავდნენ ქვეცნობიერი რეკლამით მათი ქცევის მანიპულირების შესაძლებლობის გამო. მართლაც, თუ ამგვარ „ფარულ“ გზავნილებს შეეძლო  ადამიანი ეიძულებინა, ეყიდა პოპკორნი, რატომ არ იყო შესაძლებელი, მაგალითად, მისი პოლიტიკიური არჩევანის სტიმულირება? მაშტაბური კვლევის შედეგად დამტკიცდა ვაიქარის განცხადებების სიცრუე. მეტიც 1962 წელს თავად ვაიქარმა აღიარა, რომ მისი განცხადება ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული არ ყოფილა.

   მარკეტინგის სპეციალისტები ხშირად იყენებენ შემოქმედებით ე.წ. კრეატიულ რეკლამას მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად, რადგან საზოგადოდ ცნობილია რომ ადამიანს ყოველთვის აინტერესებს რაღაც განსხვავებული.

ნანახია: 2170 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.2/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz