ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 3:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » ინტელექტუალური თამაშები აქტუალური უნდა გახდეს
ინტელექტუალური თამაშები აქტუალური უნდა გახდეს
8:57 PM
2007 წლის 1 ოქტომბერს ,ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის ინიციატივით, დაფუძნდა ახლგაზრდული ინტელექტ კლუბი. კლუბის საქმიანობა საგანმანათლებო პროექტებს მოიცავს. ამ კლუბის წევრთა უმრავლესობა უნივერსიტეტელია: ბექა ნამორაძე (კლუბის პრეზიდენტი) ლექსო პაპიაშვილი, თათა ბერია, პაპუნა მაჩაიძე, მარიამ კეშელავა, ბაია თოლორდავა, შოთა ბენდელიანი,Kქეთი კანდელაკიშვილი, ეკა კოკიჩაიშვილი, სერგი ჯოლოგუა, სალომე ლაგვილავა, გურანდა ბურსულაია, ქეთი და მიშიკო ბულუხიები. ინტელექტ კლუბის დამფუძნებლები არიან: ბექა ნამორაძე, ნიკა ბეგაშვილი და მიშა კვირკველია. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და ამ ბოლო დროს მოსწავლეებში ინტელექტის დონემ ჩვენდა სამწუხაროდ საგრძნობლად იკლო. კლუბის მიზანია, სწორედ მოსწავლე თაობაში ინტელექტის და ცოდნის პოპულარიზება, წახალისებითა და აზარტით.
    ბექა ნამორაძე, ახალგაზრდული ინტელექტ კლუბის პრეზიდენტი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი:                                         

-    საქართველოს არა აქვს გაზი, ოქრო, ნავთობი და ა.შ. ჩვენი ერთ-ერთი ძვირფასი რესურსია ინტელექტი. ჩვენ თუ გვექნება ცოდნა, გავაღრმავებთ იმ ინტელექტსა და ნიჭს, რაც საერთოდ ზოგადად მოგვსდევს და გვახასიათებს, ვიქნებით ძლიერები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა ცოდნა და განათლებაა. სწორედ ამიტომ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს მომავალს ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი იმაში, რომ წიგნებს მიუბრუნდნენ, ბევრი იკითხონ, გაიღრმავონ ცოდნა და ამისათვის ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. ერთ-ერთი საუკეთესო ასეთი მეთოდია მოსწავლეების აზარტულ ინტელექტუალურ ჩემპიონატებში ჩართვა, რათა ბავშვები კვლავ დაუბრუნდნენ წიგნებს და მათთვის უფრო საინტერესო გახდეს განათლებისა და ინტელექტის უსაზღვრო სამყარო. პირადად მე ჩემს მიზანს აღსრულებულად ჩავთვლი, თუნდაც ერთ ბავშვს, რომ გავუღვიძო სურვილი წიგნის წაკითხვისა და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისა.
- ბექა, რა არის თქვენი კლუბის ძირითადი მიზანი და ინტერესი?
     ინტელექტ კლუბის დამფუძნებლებს, კლუბის ჩამოყალიბებისას, არანაირი ფინანსურ-მატერიალური ინტერესი არ გვქონია. ჩვენი ერთადერთი მიზანი და ინტერესია, ინტელექტისა და ცოდნის პოპულარიზება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ჯანსაღი შეჯიბრის გზით და ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდის წახალისებით, უფრო დავაინტერესოთ და აზარტში შევიყვანოთ მოსწავლეები. ჩვენი კლუბის არც ერთ წევრს ფინანსური ანაზღაურება არ აუღია და ისინი უსასყიდლოდ ყოველგვარი ფინანსური ინტერესების გარეშე ემსახურებოდნენ ამ მართლაც პატრიოტულ საქმეს.
_ რამდენად აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში მოსწავლე - ახალგაზრდობა?
- ამ პროექტში, ყოველწლიურად, ათასამდე ბავშვი იღებს მონაწილეობას. პირველივე დღეებიდან პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, პროექტის აქტიური მხარდაჭერისათვის. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ კონკურსში გამარჯვებულ სამ გუნდს ფასიანი საჩუქრები გადასცა. კონკურსს ესწრებოდნენ ქალაქის მერის მოადგილე, ზურაბ არსოშვილი, არჩილ გეგენავა, გიო ხუციშვილი და სხვა მრავალი გულშემატკივრები. ამ საგანმანათლებლო პროექტში, თბილისის თითქმის ყველა საჯარო  სკოლა ჩაერთო.
_ რა ღონისძიებებს გეგმავთ სამომავლოდ?
- დღესდღეისობით, სამწუხაროდ კლუბი მხოლოდ თბილისის ფარგლებში მოღვაწეობს. 2009 წელს, ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს რამოდენიმე დიდ ქალაქში გასვლას და რაიონულ სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრის ჩატარებას. ეხლა იგეგმება გორში ჩასვლა, ჩვენ გვინდა, რომ მოვინახულოთ გორის სკოლები და გარკვეულწილად იქნებ რაიმე სახის დახმარებაც გავუწიოთ მათ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს თამაშებს სოხუმისა და ცხინვალის საჯარო სკოლებში წარვუძღვები. ჩვენ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით და ვეცდებით მათ პროგრესულ განხორციელებას უახლოეს მომავალში.
ნანახია: 2128 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/8 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz