ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 3:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » უნივერსიტეტში სამართლებრივი ჟურნალი დაფუძნდა
უნივერსიტეტში სამართლებრივი ჟურნალი დაფუძნდა
9:01 PM
2009 წლის 16 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამართლებრივი ჟურნალ „კამათელი“ პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც ბევრი მოწვეული სტუმარი, პროფესორი და სტუდენტი ესწრებოდა. საღამო გაიხსნა ჟურნალის დამფუძნებელთა: ვალერი ოთხოზორიასა და ცოტნე მურღულიას სიტყვით, შემდეგ იყო სტუმრთა, ლექტორთა გამოსვლები, მილოცვა, სტუდენტთა შეკითხვები. ყველაფერი საპრეზენტაციოდ იყო ორგანიზებული.  ნომერი მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა. მასში ასახულია, როგორც სტუდენტთა სამართლებრივი ნაშრომები, ასევე მხატვრული შემოქმედება, თარგმანი.
დამფუძნებლება მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატსა და სტუდენტურ თვითმმართველობას. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი სამხარაძემ შემდგომი თანამშრიომლობისა და მხარდაჭერისთვის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა.                                          მინდა ცოტა რამ თავად ჟურნალის შესახებ გითხრათ. 2008 წლის 1-16 ივნისს ჟურნალ „კამათელის“  დამფუძნებლებმა, იმ მიზნით, რომ გამოერკვიათ სტუდენტთა განწყობა, თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლებრივი ჟურნალის დაარსების შესახებ ჩაატარეს გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ სტუდენტთა დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერდა ამ ინიციატივას, რამეთუ ამ ტიპის, სტუდენტთა სამართლებრივი ჟურნალი მანამდე  არ არსებობდა.
მრავალ სტუდენტს, რომელთაც გააჩნდათ დიდი სურვილი და პოტენციალი თავიანთი სამართლებრივი ნაშრომები გამოექვეყნებინათ არ ჰქონდათ ამის რეალური შესაძლებლობა. ჟურნალი „კამათელი“ სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ემსახურება, რაც უნივერსიტეტის ცხოვრებაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.                                                                           ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს საკუთარი სამართლებრივი ნაშრომები, მოსაზრებები, შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სამართლებრივ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნონ. ჯერჯერობით, დაგეგმილია სემესტრში ორი ნომრის  გამოცემა, თუმცა მომავალში მას შესაძლოა ყოველთვიური გამოცემის სახე მიეცეს.                                 მომავალში, ჟურნალი თავიანთი სამართლებრივი ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს მასშტაბით სხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსაც.                                                                         „ჟურნალი კამათელი მოგვევლინება საქართველოს მასშტბით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ერთიან სამეცნიერო პროდუქტად, რომელიც საერთო სამართლებრივ და ეროვნულ ღირებულებებზე იქნება აგებული“.
რაც შეეხება სახელწოდებას, რატომ კამათელი? ამ კითხვაზე გვპასუხობენ  თავად ჟურნალის დამფუძნებლები: „კამათ-ელ-ი“ ნიშნავს: `ჩვენი საქმიანობა არის კამათი. ჩვენ ვერ გვექნება პრეტენზია „მეცნიერულობაზე“. მხოლოდ მეცნიერების ზღვარზე შეგვიძლია ვიდაოთ, რამდენადაც კამათი ჩვენი „პროფესიული“ მიდგომაა, რადგან „სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრია“ და „იურისპრუდენციაში პრობლემაა არა პასუხგაუცემელი კითხვების, არამედ ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული პასუხის არსებობა, კამათი არის გზა „ჭეშმარიტებისკენ“, რადგან „ჭეშმარიტება იბადება კამათში“.  ჩვენ ვკამათობთ და, მაშასადამე, ველით „ჭეშმარიტების დაბადებას“. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა გამოვა კამათიდან, ამიტომ ჩვენი საქმიანობა ემსგავსება კამათლით თამაშს, როდესაც წინასწარ არ იცი რა დაჯდება, მოიგებ თუ წააგებ. მიუხედავად იმისა, რომ კამათელი შენს ხელშია, მაინც არ შეგიძლია „ძალით დააჯინო“.“

ნანახია: 1534 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz