ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 9:54 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » სტუდენტებს გამოცდა და სიცივე ერთად უტევს!
სტუდენტებს გამოცდა და სიცივე ერთად უტევს!
9:10 PM
ახალი 2008-2009 სასწავლო წლის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო ნოვაციას წარმოადგენს გამოცდების ჩატარება საგამოცდო ცენტრის მიერ. ობიექტური, მიუკერძოებელი და რაც ყველაზე მთავარია, გამოცდები ე.წ. `შპარგალკების’ გარეშე ახლა უკვე საგამოცდო ცენტრთან ასოცირდება და საუნივერსიტეტო რეალობად იქცა. აღნიშნული სიახლეც, როგორც ყველა დანარჩენი, პირველად იურიდიუკლ ფაკულტეტს შეეხო და საბოლოო გამოცდის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარებას ითვალისწინებს. თსუ ტიმეს  დაინტერესდა სტუდენტების მოსაზრებებით ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ ერთი კითხვით მიმართა: ”როგორ შეაფასებდით საგამოცდო ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებს?”

თინათინ პაპავაძე, IV კურსი: ჩემი აზრით, მაღლივში გამოცდების ჩატარება სისულელეა. იმიტომ, რომ სემესტრის განმავლობაში არ ხდება ისეთი მეცადინეობა, რომ მერე გამოცდა აბარო მაღლივში. თანაც სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ დამსწრე არ არის იურისტი და უბრალო შეკითხვაზეც ვერ გიპასუხებს, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს სრულიად ბუნებრივად. ნეტავ ასეთი სიმკაცრით სემესტრის განმავლობაში გვასწავლიდნენ. ჯობია, ისევ ლექტორები ესწრებოდნენ გამოცდებს. მე მაიც ვთვლი, რომ ასეთი სისულელე ჯერ არ მოუფიქრებიათ.

მაკა კანდელაკიშვილი, IV კურსი: ზედმეტად გამკაცრებულად მეჩვენება. ერთის მხრივ მომწონს მაგრამ, მეორეს მხრივ, ვთვლი, რომ ლექტორიც მშვენივრად გაართმევდა თავს ასეთი ტიპის გამოცდის ჩატარებას.

ვანო შოშიაშვილი, III კურსი: იდეამ მგონი მართლა გაამართლა, ყოველ შემთხვევაში, გადაწერის შანსი ნამდვილად არ არის. აქამდეც არ მივდიოდით გამოცდაზე გადაწერის იმედით, მარა ამ იდეამ აშკარად ამოძირკვა მსგავსი აზრები... საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალე იდეაა და თსუ-ს სჭირდება მსგავსი პროექტები... მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც, გამოცდის პროცესი ძალიან გაიწელა, ეს კიდევ არაფერი, მაგრამ რაც ბოლოს ჩანთების და ტელეფონების დარიგებაზე ხდებოდა, ეს უკვე ნამეტანი არის! ჩემი აზრით, და კარგი იქნება, თუ ეს პრობლემა გამოსწორდება, ისეთი დღე ვნახეთ ნამდვილად აღარ ვაპირებ მობილურის დატოვებას და მერე მაგის გამო ორი საათი იქ დგომას...

ნინო ბაზიერაშვილი, IV კურსი: უარყოფითად ვაფასებ რა თქმა უნდა! არ მომწონს ეს იდეა არანაირად. ჩემი აზრით, ისედაც შეიძლება იგივე შედეგის მიღწევა ლექტორების მიერ ჩატარებული გამოცდებით. ვთვლი, რომ ზედმეტი ქაოსი და არეულობა გამოიწვია ამ ყველაფერმა. რატომ უნდა დავდიოდეთ მაღლივში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ ვხვდები. თან იქ არანაირი საგამოცდო პირობები არაა, გაყინულ დარბაზსს ვგულისხმობ! დადებითზე ნაკლებად შემიძლია საუბარი.

 თამარ ზურაშვილი, IV კურსი: ჩემი აზრით, გამოცდას ვინ ჩაატარებს ანუ მეთვალყურედ ვინ იქნება, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, გამოცდა როგორ პირობებში ჩატარდება.... მე პირადად ორჯერ ჩამიტარდა მაგათი საშუალებით გამოცდა (კოლოქვიუმი), პირველ შემთხვევაში, უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ  გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები დრო მოგვცეს და ეს საბოლოოდ ნაწერების შედეგებზე აისახა... თუმცა მეორე შემთხვევაში, უკვე ნორმალიურად ჩაიარა ყველაფერმა...ასე, რომ გამოცდებს ვინ ჩაატარებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... მთავარია, რამდენად ობიქტურად გასწორდება ნაწერები, ვინ გაასწორებს - ისევ საგამოცდო ცენტრი თუ უშუალოდ საგნის ლექტორი და ა.შ

დავით პაპუაშვილი, III კურსი: უაზრობაა ასეთი სისტემის შემოღება. არ მომწონს და უარყოფითად ვაფასებ ამ სისტემას. დამკვირვებლები, ხომ საერთოდ, არაკომპეტენტური ხალხია და სტუდენტებთან ელემენტარულ მოპყრობის ნორმებს არღვევენ და დაძაბულ გარემოს ქმნიან გამოცდის მიმდინარეობისას (კოლოქვიუმებს ვგულისხმობ). თუ ობიექტურობაა პრობლემა, არ მგონია ასეთი გამოცდების ჩატარება ჩვენს ლექტორებს გაუჭირდეთ.

ზაქრო მაზიაშვილი, IV კურსი:  მთლიანობაში კარგია და წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მგონია რომ დაგვიანებულია იმ სტუდენტთა კატეგორიისთვის რომლებიც 4 წელი სხვა სტილით აბარებდა გამოცდას და უცებ მოუნდათ ჩვენი "გამოსწორება", უკეთესი იქნებოდა პირველი კურსიდან დაწყებულიყო მაგ სტილში გამოცდების ჩაბარება, შესაბამისად შედეგიც და ხარისხიც მეტი იქნებოდა, ასე რომ ჯობია დაიწყოს მსგავსი გამოცდები პირველ კურსელთათვის მხოლოდ!

ანა ედიშერაშვილი, III კურსი:  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდების ჩატარება საშინელება იყო. მე ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და დარწმუნებული ვარ სტუდენტების 95%  ასე ფიქრობს. შეიძლება ოდესმე მართლა დაიხვეწოს და გაამართლოს კიდეც, მაგრამ არ შეიძლება ნებისმიერი იდეა, რაც ვინმეს თავში მოუვა, ასე არაორგანიზებულად განახორციელონ. ასეთ პირობებში გამოცდების ჩაბარება არ ვიცი რომელ ქვეყანაში ხდება? ისეთი სიცივე იყო რომ ერთი სული მქონდა რამე დამეწერა და გამოვსულიყავი, იმაზე ვეღარ ვახერხებდი ყურადღების კონცენტრაციას, რამდენად კარგად ვწერდი საკითხს. აბსოლუტურად არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები შენობაში და კიდევ საინტერესოა ამ იდეის ავტორები რამდენად ითვალისწინებდნენ იმას, რომ 12:30 წუთზე დაბარებული სტუდენტები გამოცდის წერას 16:00 საათამდე ვერ იწყებენ? ასეთ პირობებში გამოცდის ჩატარება ყველანაირ პირობას ქმნის იმისათვის რომ სტუდენტებმა ჩვენი შესაძლებლობის მინიმუმზე მეტი ვერ გამოვავლინოთ.

 მიხეილ ხატიაშვილი, IV კურსი: დადებითზე რა მოგახსენოთ, მაგრამ უარყოფითი ძალიან ბევრი აქვს. მაგალითისთვის ერთი მცირე ორგანიზაციული დეტალიც კმარა: გაყინულ ოთახებსა და  საერთოდ მაღლივში გამოცდების ჩატარებას ვგულისხმობ. ძალიან მაინტერესებს ვის მოუვიდა ეს  “გენიალური” აზრი თავში? ვთვლი, რომ დასახვეწია და ასეთი ფორმით გამოცდების ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია!

პ.ს. გარდა აზრთა სხვადასხვაობისა საგამოცდოი ცენტრთან დაკავშირებით, სტუდენტები ხაზგასმით აღნისნავდნენ იმ მდგომარეობასაც, რომ გამოცდა, პრაქტიკულად, გაყინულ აუდიტორიაში მიმდინარეობდა. ჩვენ პრობლემის შესახებ კითხვა დავუსვით სტუდენტური თვითმმაღთველობის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი სამხარაძეს, რომელიც აგრეთვე სტუდენტია და რომელსაც უპირველესად უნდა ევალებოდეს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. ირაკლი სამხარაძისთვის საკიტხი ძალიან მნისვნელოვანია, თუმცა პასუხი ასე ჩამოყალიბდა: `ფაქტს ვადასტურებ და ვგმობ!” ჰოდა, რაკი ასეა, ისღა დაგვრჩენია, შევძახოთ: `მზეო, ამოდი, ამოდი!” თქვენც, ალბათ, ასე ფიქრობთ, მკითხველო?!

ნანახია: 1454 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/6 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz