საახალწლოდ, თბილისის მერიამ სტუდენტებს შესანიშნავი სურპრიზი მოუმზადა. დამღლელი სასწავლო პროცესისა და გამოცდების დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეეძლებათ ხელმისაწვდომ ფასად თავს განტვირთვის საშუალება მიცენ გუდაურში. ბუნებრივია, მერიის ამ ინიციატივამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ახალგაზრდებში. ჩვენმა ბევრმა თანატოლმა უკვე დაგეგმა ერთდღიანი ტური გუდაურში. პროექტ “Gოოდ_აურას” ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები 2009 წლის სამთო_სათხილამურო სეზონზე მიიღებენ საბაგიროთი სარგებლობის ფასდაკლების ბარათს, რომელიც ღირს 10 ლარი. მისი მფლობელებს შეეძლებათ მთელი დღე უფასოდ ისარგებლონ გუდაურის საბაგიროს ყველა გამტარით და იმგზავრონ თბილისი_გუდაურისა და შესაბამისად, გუდაური_თბილისის მიმართულებით. სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა 100 კაცია. თბილისიდან ავტობუსები გავა ყოველ შაბათ_კვირას, დილით 8:00 საათზე `ვარდების მოედნიდან” და უკან სასტუმრო `მარკო_პოლოს” ავტოსადგურიდან 17:00 საათზე დაბრუნდება. პროექტი დაიწყო 10 იანვარს და დასრულდება 1-ელ მარტს. აქცია დაგეგმილია შემდეგ დგეებში: 31 იანვარს, 1, 7, 8, 14, 15, 21, 22 და 28 თებერვალს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, დასრულდება 1-ელ მარტს. “თსუ თაიმსის” რედაქციას თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით მადლობას უხდის მერიას ამ შესანიშნავი საჩუქრისათვის. მაშ ასე, ყველანი გუდაურის “GOOD-აურაში”!!!