ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-19, 12:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » თებერვალი » 12 » არის ოცნება! ქართული ოცნება!
არის ოცნება! ქართული ოცნება!
9:18 PM
გამარჯობა, მკითხველო! გვსურს ყველა იმ ადამიანს შევეხმიანოთ, ვინც ჩვენი გაზეთის გულშემატკივარია, ვინც ჩვენს გაზეთს კითხულობს, იმათაც, ვინც არც გულშემატკივარია და არც კითხულობს, იმ ადამიანსაც კი, ვისაც `თსუ თაიმსის” არსებობა ან ყურმოკრით სმენია ან საერთოდაც არ გაუგია. თქვენ ანუ თითოეული ჩვენთაგანი, წარმოადგენთ იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ჰქვია, საზოგადოება კი უნიკალურია თავისი სოციუმით იმიტომ, რომ მრავალფეროვანია, მრავალხმიანია, მრავალაზრიანია, ეს კი, განსაკუთრებით დღევანდელობაში, უფრო მეტად მიმძაფრებს განცდას, რომ `ქართული ოცნება” ანუ ოცნება დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, წესზე და კანონზე, არაფრით განსხვავდება `ამერიკული ოცნებისაგან.” მთავარია საზოგადოება, სოლიდარული საზოგადოება და ერთგულება ყველა იმ ღირებული და მთავარი ფასეულობების მიმართ, რითაც კეთილდღეობა და სრულყოფილება იქმნება და მიიღწევა.
 არის ოცნება!
 არის ქართული ოცნება!
 ოცნება ღირსეულ, ბედნიერ, წარმატებულ და სამართლიან სახელმწიფოზე!
 თავისუფალ საზოგადოებაზე…
 თავისუფალ განვითარებაზე
 თავისუფალ აზრზე
 თავისუფალ საქართველოზე!
 ჩვენ მუდამ ერთ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ და მხოლოდ ამით ვართ ბედნიერები! გვიყვარს წარსული, მაგრამ არასოდეს გვსურს აწმყოში ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინება. გვსურს ღირსეული მომავალი და მხოლოდ იმედით შევყურებთ მას. გვჭირს მარადიული წუხილი ჩვენს ტრაგედიებზე და ჩვენს სულმოკლეობაზე, დამოკლეს მახვილივით გვაწუხებს კითხვა: `ახლა საით?!”  
 აკაკი ბაქრაძე წერდა:
 `.საქართველოს მთელი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ურთიერთობა თავის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ:
 `საქართველო და რომის იმპერია
  საქართველო და ბიზანტიის საკეისრო
  საქართველო და არაბთა ხალიფატი
  საქართველო და მონღოლთა ულუსი
  საქართველო და ოსმალთა იმპერია
  საქართველო და რუსეთის ცარიზმი”
 ალბათ, თანამედროვეობამ ამ ჩამონათვალს აუცილებლად უნდა დაუმატოს:
 `საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები”
 ამერიკა, ოღონდ მეგობრობისა და მაგალითის კუთხით, რასაკვირველია!
 აი, საითკენაც!
 აქ არის `ქართული ოცნების” გასაღები. ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი.
 დიახ, ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, ვინც მზად იქნება თითოეული ადამიანის უფლება დაიცვას და გარანტი იყოს, ისეთი სამოქალაქო საზოგადოება გვსურს, ვინც სოლიდარული იქნება და არასოდეს შეურიგდება ძალმომრეობას თუ უღირსობას, პროფესიონალები გვინდა, ვისაც საქმე შეუძლია, გაღვიძებული თაობა გვჭირდება, ვინც ნაცრისფერ და ბუნდოვან ყოველდღიურობაში საკუთარი თავის რწმენა დაუკარგავს...
  და ეს ყველაფერი, ძალიან მალე გვინდა!
  მინდა იმიტომ, რომ `ქართული ოცნების” ოცნებაში კიდევ ერთი ღირსეული თაობა არ დაიკარგოს...
 მინდა, რათა ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი რეალობა, ჩვენი ოცნება!
 და მე ამის ძალიან მჯერა!
 ამიტომაც მინდოდა დამეწერა.
 დავწერე კიდეც.
 დავწერე და ამ გაზეთში ჩემს სეფე-სიტყავადაც იქცა...
 მთავარმა რედაქტორმა ასე გადაწყვეიტა.
 მადლობა მას! ის ყველაფერია...
 მადლობა რედაქციას, ვინც ნდობა მომცა, რათა პირველი ქართული სასწავლებლის ამ პოპულარული გაზეთის პასუხისმგებელი გუნდს ვუხელმძღვანელო. ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში, ჩემი სიტყვა ვთქვა, ვეცადო მაინც.
 მადლობა ყველას, ვინც ამ გაზეთის ისტორიას ქმნიდნენ და ადამიანებს, ვინც მკითხველთა საზოგადოებას წარმაოდგენს!
 მადლობა ჩემს ლექტორებს, ჩემს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს, სადაც აზრი, ოცნება და ფიქრები არის ის ქვაკუთხედი, საიდანაც უკვე იწყებ...
 ჰოდა, მოდი, დავიწყოთ.
 ოცნებას კაცი არ მოუკლავს!   

ნანახია: 1443 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz