თსუ-ის ახალგაზრდული გაზეთ `თსუ თაიმსის” ინიციატივით, 18 მაისს, 15 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში გაიმართება გაზეთ სტუდენტური საზოგადოებისა და ცნობილი ექსპერტების მრგვალი მაგიდა თემაზე: `ქართველი ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში.” ამასთანავე, რედაქციის გადაწყვეტილებით, შედგება `თსუ თაიმსის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, ანალიზს, სამომავლო პერსპექტივებისა და მათ მოგვარებაში ახალგაზრდულ ხედვას. გაზეთში გაშუქებულია ისტორიული რუსეთის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები: ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ ბატონ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონ ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორ გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი და სხვადასხვა სტატიები: `რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი?” `საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში,” `რას ელოდება საქართველო სტრაზბურგის სასამართლოსგან?” თუ სხვა. გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორია `თსუ თაიმსის” წევრი თათია თამლიანი. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი სამართლისმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები. დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ!